ირაკლი ზარქუა: მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ უცხო, არადეკლარირებული, ოფშორულ სექტორში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება
“ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ უცხო, არადეკლარირებული, ოფშორულ სექტორში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ინიციატივებთან დაკავშირებით, მუდმივად საბოტაჟის მოწყობის მცდელობებშია.
“აქცენტირებულები არიან არა სამუშაო ჯგუფებში ყოფნასა და რეკომენდაციებზე მუშაობით, არამედ იმაზე, რომ რაღაც ააყირაონ, ცრუ ინფორმაცია მოიტანონ ან საბოტაჟი მოუწყონ ყველა ინიციატივას. აქაც, რაზეა საუბარი? – 9 რეკომენდაციიდან, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა, ერთ-ერთია, რომ, იქნებ, იურიდიულ კომპანიებს შეეზღუდოთ პოლიტიკურ არჩევნებში ჩარევის საშუალება, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ მისაღებია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ უცხო, არადეკლარირებული, ოფშორულ სექტორში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება”, – განაცხადა ზარქუამ.