ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
“ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან შეხვედრაზე მქონდა შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევასთან დაკავშირებით. მე გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ისე მთელი რეგიონისთვის,” – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
At the meeting with the Dutch Foreign Minister @HankeBruinsSlot, I had an opportunity to share information on the efforts of the Georgian government regarding 🇪🇺 accession. I expressed hope that Georgia will be granted candidate status, which is essential for our country's… pic.twitter.com/c4fWrwrtnV
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) December 12, 2023