ილია დარჩიაშვილი: გზავნილები მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნები მიესალმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციებს საქართველოსთან მიმართებით

გზავნილები მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნები მიესალმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციებს საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

„დღეს და ხვალ გააგრძელებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობას. დღეს იყო ერთიანობა, პოზიტიური გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სამმა ქვეყანამ [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] უნდა მიიღოს ახალი იმპულსი ევროინტეგრაციის მიმართულებით. დღეს მთავარი ფოკუსი გავაკეთეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის მომავალზე, იმ პროექტებზე, რომელსაც ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია რეგიონულ ჭრილში განვითარდეს. გზავნილები მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნები მიესალმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციებს საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები