ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ გერმანიამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ლიდერობა უნდა იკისროს გაფართოების პროცესში

ჩვენი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ გერმანიამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ლიდერობა უნდა იკისროს გაფართოების პროცესში, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფომ და ჩვენმა ერთ-ერთმა ძლიერმა პარტნიორმა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბერლინში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ გერმანიისგან მხარდაჭერის გარანტიები მიიღო.

„ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერის გარანტიები, რომ გერმანია ამ პროცესში საქართველოს აუცილებლად დაეხმარება. გერმანელმა კოლეგებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს მშვიდობისმყოფელის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დარეგულირების საქმეში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები