მამუკა მდინარაძე: ევროკავშირის მიერ ამ წელს დადებული შეფასებებით და კრიტერიუმებით, წინ ვუსწრებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს

რა შეფასებები და კრიტერიუმებიც დადო თავად ევროკავშირმა მიმდინარე წელს, ამის მიხედვით წინ ვუსწრებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ობიექტურად შარშან გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და პოლიტიკური გადაწყვეტა იყო უსამართლო, როდესაც ჩვენი კოლეგების ნაწილი ამას დაეთანხმნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ობიექტურად კანდიდატის სტატუსი შარშანაც ეკუთვნოდა.

„რა შეფასებები და კრიტერიუმებიც დადო თავად ევროკავშირმა მიმდინარე წელს, ამის მიხედვით წინ ვუსწრებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ობიექტურად შარშან გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და პოლიტიკური გადაწყვეტა იყო უსამართლო, როდესაც ჩვენი კოლეგების ნაწილი ამას დაეთანხმნენ.

შარშანაც რომ გადაწყვეტილიყო ობიექტურად, ჩვენ მივიღებდით სტატუსს, მაგრამ წელს უკვე ყველა ნიშანი და პრაქტიკული გარანტია არსებობს, რომ ჩვენ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით კანდიდატის სტატუსს ვიღებთ. საქართველო, რაც ვერ დავაცდენინეთ ჩვენს ოპოზიციას და პრეზიდენტად წოდებულს, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის საფუძველი იმისა, რა გადაწყვეტილებასაც ველოდებით ჩვენ მომდევნო დღეებში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები