მაია ბითაძე წიაღის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე წიაღის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და სამართლებრივი დახვეწის გზები განიხილეს.
როგორც აღინიშნა, საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტში სამუშაო ფორმატში შეხვედრებს დარგის სპეციალისტებთან ად სფეროს წარმომადგენლებთან გააგრძელებს.