ნიკოლოზ სამხარაძე: შანსები იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ძალიან მაღალია
მმართველი გუნდის წევრ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, იმის შანსი, რომ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს მაღალია.
,,ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, შანსები იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, არის ძალიან მაღალი, იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს არც შენიშვნა, არც თავშეკავება.
27-ვე ქვეყნის მხრიდან არის თანხმობა. თუმცა, პროცედურულად როგორ მოხდება, თუ არ იქნება უკრაინის შემთხვევაში ერთიანობა, ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ, საბოლოოდ, ჩვენ 15-ში მივიღებთ სტატუსს“, – აღნიშნა სამხარაძემ.