გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე”: პარტია იშლება, მაგრამ არ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, რომ სხვა ხასიათის რაიმე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებასა და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ პარტიის შექმნას აფასებს.
როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, ამ ორ პარტიას შორის შინაარსობრივი განსხვავება არ არსებობს.
“პარტია იშლება, მაგრამ არ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, რომ სხვა ხასიათის რაიმე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება. ხასიათი იგივეა, არცერთს სინანულის ელემენტიც კი არ გააჩნია იმ ჩადენილი დანაშაულებისათვის, რამაც უამრავ ქართულ ოჯახს მიაყენა სერიოზული ზარალი. სხვა განსხვავება შინაარსში, ან მომავლის ხედვაში, ან წარსულის შეფასებაში ამ სუბიექტთა შორის არ არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.