პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმების საკითხს განიხილავს
არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, ცვლილებებს დღეს პარკამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.
2024 წლის ივლისიდან საქართველოს მოქალაქეების ის არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის ივლისამდეა გაცემული. აღნიშნული მოწმობების მფლობელთათვის სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები იქნება დატანილი.
„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს არჩევნების სათანადოდ ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.