ნინო წილოსანი – კანდიდატის სტატუსზე: გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული
“ევროკომისიის რეკომენდაცია დადებულია, რეფორმები განხორციელებულია, საქართველოს მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა ჩადებულია, ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესში, არანაირად არ უნდა აფერხებდეს საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რადგან როგორც 1 წლის წინ საქართველო ნეგატიური კონტექსტით იყო გამოთიშული ტრიოს, ასევე შესაძლებელი იქნება, რომ ამჯერად პოზიტიური ჭრილით გამოეყოს ამ მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.