შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, ესენი ყველა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

“თვალთმაქცობაა, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება დაშლა, გამოყოფა. მცდელობაა, რომ გათეთრდნენ იმ დანაშაულებრივი წარსულიდან, რომელიც მათ აქვთ და დანაშაული აწმყოდან, რომელიც ამ პარტიამ ოპოზიციაში ყოფნის დროს დაიგროვა იმით, რომ მუდმივად ქართველის ხალხის ინტერესების დამაზიანებლად მოქმედებენ. არის მცდელობა, რომ ერთი ჯგუფი გაათეთრონ. ეს არის თვალში ნაცრის შეყრა ქართველი ხალხისთვის. მთავარი ბოროტებაა ამ ქვეყანაში „ნაციონალურმა მოძრაობა“, მნიშვნელობა არ აქვს რომელ ოფისში ვინ იჯდება, ეს არის იდეოლოგია, რომელსაც იზიარებს ყველა მისი დანაყოფი, რომელიც ხან ცალკეა, ხან მათთან ერთად არის. გიორგი ვაშაძეც ასე დემონსტრაციულად გამოეყო და არა თუ აკრიტიკებდა, არამედ იყო მძიმე ურთიერთშეურაცხყოფები, დღეს ის ისევ „ნაციონალურ მოძრაობაშია“ ფორმალურად. არც არასდროს დაშლილა ეს პარტია და არც არავინ გამოყოფია. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, ესენი ყველა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები. ასე რომ, მთავარი მიზანი ალბათ საზოგადოების დაბნევაა, რომ თითქოს ხდება განხეთქილება. სინამდვილეში ეს არის ერთი ქოლგა, ერთი იდეოლოგია და ერთი პარტია თავისი არსით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები