„უმრავლესობა და ოპოზიცია კრიმინალებისთვის თავშესაფარი არ უნდა იყოს“

   უმრავლესობა და ოპოზიცია არ უნდა იყოს თავშესაფარი კრიმინალებისთვის – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა, ოსლოში, ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნაზე ისაუბრა.
“ხაზგასმით უნდა გამოვყო ერთი საკითხი – უმრავლესობა და ოპოზიცია არ უნდა იყოს თავშესაფარი კრიმინალებისთვის. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს, მიუხედავად იმისა, ვინ არის ამით დაინტერესებული და თუ გაჩნდა კითხვები, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ პოლიტიკოსის სტატუსი ხელშეუხებლობის გარანტიას არ იძლევა, თუმცა, კანონის უზენაესობის ფარგლებს არ უნდა გავცდეთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები