ნიკოლოზ მეტრეველი: ხოშტარიას თუ სურს, Mona.ge-ის სია ოდნავ ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად მამამისი, გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს

ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი “დროას” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერების, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის მიერ შექმნილი ინტერნეტპლატფორმის, mona.ge-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მეტრეველის თქმით, თუ ხოშტარიას სურს, აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია ოდნავ მაინც იყოს ობიექტური, მასში მისი მამა – გოგი ხოშტარიაც უნდა ჩაწეროს.

“ელენე ხოშტარიას თუ სურს, Mona.ge-ის სია ოდნავ მაინც ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს. მასზე მეტად მედროვე და პრეზიდენტ გამსახურდიას გამყიდველი არავინ მეგულება”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები