ალექსი პეტრიაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა (ვიდეო)
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რიგაში, მე-9 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე, უელსში გამართული ნატოს სამიტის შედეგებსა და გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც აპატურაიმ განაცხადა, დეკემბერში დაგეგმილი მინისტერიალისთვის დაიდება კონკრეტული შედეგები საქართველოში თავდაცვის შესაძლებლობათა მისიის გახსნის კუთხით. მხარეებმა ასევე პაკეტით გათვალისწინებული საკითხების დროული განხორციელების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=EGEuqOzO4WQ” width=”560″ height=”315″]