აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ბაქოში პოლიცია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს

კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის დროით 08:16 საათზე 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი 68 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ მიწისძვრა ბაქოში და მის გარეუბანშიც იგრძნობოდა

Baku Metro CJSC-ში განაცხადეს, რომ ბაქოში მომხდარ მიწისძვრას მეტროს მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ამავე დროს, ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, რომ პოლიცია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა, დამატებითი ძალების ჩართულობით.

ANAS-ის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, გურბან იეთირმიშლიმ განაცხადა, რომ მიწისძვრას შესაძლოა, დამატებითი ბიძგები მოჰყვეს და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

“ბაქოში ძლიერი მიწისძვრა მოსალოდნელი არ არის. განმეორებითი ბიძგები იქნება, მაგრამ არა დამანგრეველი”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები