ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სოფელ აბანოს ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს ეწვევა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ აბანოში ახალ სკოლას დაათვალიერებს.
მათივე ცნობით, ახალი სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის შენობა და ეზო გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. სკოლა ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან, 15 სექტემბერს დაიწყებს.