რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც სხვა ქვეყანა საკუთარ სამშობლოზე მეტად უყვართ
“ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც სხვა ქვეყანა საკუთარ სამშობლოზე მეტად უყვართ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
“ვინაიდან, როდესაც ჩვენ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, არცერთი მათგანი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება და, ამ მხრივ, საყვედური გადაწყვეტილების მიმღები პირებისადმი მათი მხრიდან არ გაჟღერებულა. დრომ კი აჩვენა, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ძირითადმა აქტორებმა ერთხმად აღიარეს, რომ მაშინ საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ. ერთადერთი, ვინც ამას არ აღიარებს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.