გიორგი ცაგარეიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ეს არის ოლიგარქიული მმართველობის შედეგი, როდესაც პარტიას ან ამ ქვეყნიდან ძებნილი პირები მართავენ, ან მოქმედი და ყოფილი კრიმინალები
“გამოყარეს, გამოაძევეს ეს ხალხი პარტიიდან. ეს არის ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის შედეგი როდესაც პარტიას ან ამ ქვეყნიდან ძებნილი პირები მართავენ, ან მოქმედი და ყოფილი კრიმინალები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები არის ოლიგარქიული მმართველობის შედეგი, როდესაც პარტიას ან ამ ქვეყნიდან ძებნილი პირები მართავენ, ან მოქმედი და ყოფილი კრიმინალები.
„პარტიის დატოვების ტენდენციის დრამატურგია კარგად არის ჩამოყალიბებული. მელია ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, ფინიშის სწორზე თვითონაც გამოჩნდება და ჩაუდგება სათავეში განდგომილებს. გამოყარეს, გამოაძევეს ეს ხალხი პარტიიდან. ეს არის ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის შედეგი როდესაც პარტიას ან ამ ქვეყნიდან ძებნილი პირები მართავენ, ან მოქმედი და ყოფილი კრიმინალები, ისეთები, როგორებიც არიან ადეიშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი. მათი ხელის ბიჭია ხაბეიშვილი. ბრძოლა მიმდინარეობდა შავი და თეთრი ფულადი ნაკადების გაკონტროლებისთვის“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ყოველდღიურად ტოვებენ.