საქართველოში ბულგარეთის ელჩი: ჩემი მოკრძალებული რჩევაა, დასხდეთ და იმუშაოთ იმაზე, რაც აუცილებლად გასაკეთებელია

“რეკომენდაციები კარგად ცნობილი საკითხებია, რომელიც შესასრულებელია. არ მიყვარს რჩევების მიცემა, თუმცა, ჩემი მოკრძალებული რჩევაა, დასხდეთ და იმუშაოთ იმაზე, რაც აუცილებლად გასაკეთებელია”, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროკავშირის გზაზე შემდგომი პროგრესი ექნება.

„დამსახურება მნიშვნელოვანია, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული სამუშაო წინსვლისთვის. საქართველოს შეუძლია ამის შესრულება, სწრაფად შეძელით სამოქმედო გეგმის დასახვა. ვნახოთ, რა რეაქციები იქნება და ვიმედოვნებ, შემდგომი პროგრესის ხილვას საქართველოს ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები