ლისის ტბაზე დასუფთავების აქცია მოეწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ფართომასშტაბიანი კამპანია „ნუ დატოვებ ნარჩენებს – იზრუნე გარემოზე“ დაიწყო. აღნიშნული კამპანიისა და ბრიტანეთის გრეით (GREAT) კამპანიის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლმა და თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ ლისის ტბის მიმდებარე დაბინძურებული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, პლასტიკური ბოთლებისგან და პოლიეთილენის პარკებისგან დაასუფთავეს. ადგილზე დამონტაჟდა სპეციალური საინფორმაციო ნიშნები და განთავსდა ნაგვის ურნები.
აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში. პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს კანონპროექტი „ნარჩენების მართვის შესახებ“, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს განსახილვევლად წარედგინება. კანონპროექტი საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. გამკაცრდება კონტროლი დაბინძურების ფაქტებზე და დაწესდება შესაბამისი სანქციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები