სამხარაძე: ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები დადიოდნენ და ითხოვდნენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი

ჩვენ ვგეგმავთ, რომ 9 ნაბიჯი შევასრულოთ მომდევნო წლის განმავლობაში. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ შევძლებთ, ევროკავშირისგან თანხმობა მივიღოთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ – გაიხსნას ჩვენთვის მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ “იმედის კვირას” განუცხადა.

„ყველამ კარგად გაიგო, თუ რა ამოძრავებთ მათ [რადიკალურ ოპოზიციას]. ჩვენთან საუბარშიც ხშირად უთქვამთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება – ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები დადიოდნენ და პირიქით, ითხოვდნენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ მავნებლობის მცდელობები მათ ექნებათ. თუმცა, არა მგონია, ეს რაიმე შედეგს მოიტანს, რადგან ევროპაში ყველამ კარგად გაიგო, ვინ რას აკეთებს და ვის რისთვის სჭირდება ევროკავშირი და ეს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები