აზარაშვილი: ჩვენ გავამკაცრეთ აფთიაქების კონტროლი

ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სწორედ გამოწერილი რეცეპტების ბაზიდან გახდა შესაძლებელი იმ რამდენიმე დაწესებულების გამოვლენა, “რომელსაც თითქოს ამბულატორიული კლინიკები ეწოდებოდათ, იქ დასაქმებული ექიმები კი წერდნენ ათასობით რეცეპტს”.

„სწორედ ასეთი, გამოწერილი რეცეპტების ბაზიდან შევძელით გამოგვევლინა ის რამდენიმე დაწესებულება, რომელსაც თითქოს ამბულატორიული კლინიკები ეწოდებოდათ, იქ დასაქმებული ექიმები კი წერდნენ ათასობით რეცეპტს. ეს ათასობით რეცეპტი ასიათასობით მედიკამენტია, რომელიც სამწუხაროდ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდებოდა სხვადასხვა აფთიაქიდან. ჩვენ ასევე გავამკაცრეთ აფთიაქების კონტროლი. ხდებოდა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი აფთიაქის შეთანხმება არაკეთილსინდისიერ კლინიკებთან და ხდებოდა ყალბი რეცეპტების გამოწერა. ეს საქმეები გადაგზავნილია პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და ისინი გააგრძელებენ გამოძიებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები