“ნაცმოძრაობის,, გაჯანსაღების რესურსი ფიზიკურად არ არსებობს” – მათიკაშვილი

“ნაცმოძრაობა” თავისი პოლიტიკური აქტიური არსებობის ბოლო სერიას გადის – ეს მოსალოდნელი იყო წინარე პროცესებიდანაც, რაც პარტიაში საკმაოდ დიდი ხანია, დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

„კეზერაშვილის როლი ამოიწურება ამ მოცემულობით, რაც მას აქვს. ის ვერ შეასრულებს ვერანაირი სახით დადებით როლს იმისთვის, რომ პარტია გაჯანსაღების კუთხით წაიყვანოს, რადგან ,,ნაცმოძრაობის,, გაჯანსაღების რესურსი ფიზიკურად არ არსებობს. არის სრული ქაოსი და ე.წ. ვირთხების რბოლა. ხალხს კიდევ ერთ მიზეზს აძლევენ გასააზრებლად, რომ ნაცმოძრაობის მხარდაჭერა არ შეიძლება არჩევნებზე“, – განაცხადა დავით დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები