ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოწოდებენ
ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა მოძრაობიდან. განცხადებას ხელს აწერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რვა წევრი.