პრემიერი – იმედი მაქვს, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები – უფრო ნათელი, ჯანმრთელი და მწვანე მომავალი შევუქმნათ მომდევნო თაობებს
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ასევე კისრულობს ვალდებულებას გლობალურ ძალისხმევაში წვლილის შესატანად 2025 წელს წარმოადგინოს ახალი და უფრო ამბიციური ეროვნული გეგმა.
„ასევე, სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის. თუმცა, მისი წილის შემდგომი გაზრდა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველო უერთდება გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის გლობალურ დაპირებას განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ. ძვირფასო კოლეგებო, მტკიცედ ვუჭერ მხარს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება.