სოზარ სუბარი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას და საბჭოს დეპუტატებს შეხვდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს.
მინისტრმა საბჭოს დეპუტატებს დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი ხედვა გააცნო. თავის მხრივ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მინისტრს ინიციატივები და წინადადებები შესთავაზეს.
დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო ღია და გამჭვირვალე უწყებაა და მზად არის, ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლოს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ თანამშრომლობას პოზიტიური შედეგი ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები