ვის ექნება წვდომა სატელეფონო მოსმენებზე, დაახლოებით ორ კვირაში გადაწყდება

ვის უნდა ჰქონდეს წვდომა სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე – მობილურ კომპანიას, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სპეციალურად შექმნილმა კომისიამ პარლამენტში იმსჯელა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და არასამთავრობო სექტორს შორის საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა.
შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით კი შესაძლოა, ეს შეთანხმება მიღწეული იქნას დაახლოებით ორ კვირაში.
„ეს არის რიგით მესამე შეხვედრა. ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობთ მუშა ჯგუფის ფარგლებში, ვაჯერებთ გარკვეულ პოზიციებს და ამის შესახებ საჯაროდ იქნება გაცხადებული სულ რაღაც ორ კვირაში. ასე, რომ ყველაფერი მიდის კარგ კალაპოტში, ნორმალურად და შესაბამისად ხდება პოზიციების შეჯერება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები