4 დეკემბერს საქართველოში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდება
2023 წლის 4 დეკემბერს, 16:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ტარდება აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი.
სიმპოზიუმი ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს
და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის 10 წლისთავს ეძღვნება.
სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულნი არიან ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა საპატიო სტუმრები.
სიმპოზიუმის მიზანია: მეცნიერებს, მკვლერებსა და პრაქტიკოსებს შორის ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; ჩინეთისა და მისი როლის მნიშვნელობის გააზრება ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ემსახურება სამეცნიერო იდეების გაცვლას; კვლევის შედეგების გაცნობას და სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმის ჩამოყალიბებას; ისტორიულ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული თემების მრავალფეროვანი სპექტრის ანალიზს, მის გავლენასა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებასა და ბიზნესის, კულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებზე.