ლარი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0043 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9583 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9769 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0186 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.