მსჯავრდებულებმა საბავშვო ბაღის ეზო მოაწესრიგეს

კახეთის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, საგარეჯოელმა პირობით მსჯავრდებულებმა და მათმა ოფიცრებმა მშობლიური ქალაქის №3 საბავშვო ბაღის ეზო მოაწესრიგეს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია ეკალ-ბარდების, გამხმარი ბალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. მათივე ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს პირობით მსჯავრდებულებს საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში და შრომით საქმიანობაში ჩართვა წარმოადგენს, რაც მათ რესოციალიზაციაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები