ეკა ბესელია პატიმარ ქალთა პრობლემებს გაეცნო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე სასჯელაღსრულების ქალთა #5 დაწესებულების მსჯავრდებულებს ხვდებიან.
კომიტეტის აპარატის ცნობით, დეპუტატებთან შეხვედრა ქალთა კოლონიის მოშიმშილე მსჯავრდებულებმა მოითხოვეს. ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე ადგილზე ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას. მათ მოინახულეს პირობები, რომელშიც მსჯავრდებულებს უწევთ ყოფნა.
დეპუტატები პირადად გაესაუბრნენ მოშიმშილეებს და მოისმინეს მათი პრობლემები.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატის ცნობით, მოშიმშილე პატიმარმა ქალებმა კომიტეტს რამდენიმე დღის წინ განცხადებით მიმართეს, ისინი საქმეების გადახედვას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები