ალმათიში, ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას Tengrinews ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს.
ხანძარი სამსართულიანი კორპუსის სარდაფში ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 05:33 საათზე გაჩნდა.
ხანძრის ლიკვიდირება ერთი საათის შემდეგ მოხდა, რომელიც, დაახლოებით, 30 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული.
მაშველებმა ადგილზე 13 ცხედარი იპოვეს.
ჯამურად, ხანძრის გაჩენის მომენტში ჰოსტელში 72 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 59-მა შენობის დატოვება შეძლო.