მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა
მთაწმინდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ “კვირას“ თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 2 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია. მთაწმინდის ტერიტორიაზე ნარგავებს ცეცხლი დაახლოებით 2 საათის წინ გაუჩნდა, ადგილზე სახანძრო სამსახურის 13 ეკიპაჟი იყო მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრი უკვე მეორედ გაჩნდა.