სესიაშვილი უგრეხელიძისგან ფაქტებს ითხოვს და უპასუხისმგებლოს უწოდებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მერის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს სევდია უგრეხელიძეს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და ურჩევს, ჯარში არსებული მძიმე პირობების შესახებ კონკრეტული ფაქტები დაასახელოს, ან ნუ ერევა იმაში, რაშიც ვერ ერკვევა და თავის საქმეებს მიხედოს.
„შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა არცერთი ჯარისკაცისა და ოფიცრის შეურაცხყოფას და მათ წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას არ დაუშვებს. ქალბატონი სევდია უგრეხელიძის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული აპოკალიფსის დახატვის მცდელობაა. სხვა რომ ვერაფერი იპოვეს, ჯარსაც გადაწვდნენ, თუმცა მე ამ ყველაფერს მაინც გადავამოწმებ არა სევდია უგრეხელიძის გამო, არამედ ისევ და ისევ დეზინფორმაციის გამო. ჯობდა სევდია უგრეხელიძე  პასუხისმგებლობით საკუთარ საქმიანობას მოჰკიდებოდა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
შეგახსენებთ, რომ სევდია უგრეხელიძემ ჯარში არსებულ პრობლემებზე გუშინ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. მისი თქმით, ჯარში არსებული მძიმე ვითარების გამო ჯარისკაცები ჯარიდან გარბიან. უგრეხელიძის განცხადებით, ჯარისკაცებს ფორმა ტანზე აცვდებათ და დამპალი ხორცით კვებავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები