ილონ მასკმა “ჰამასის” მიწვევა არ მიიღო

“ჰამასმა” ისრაელში ვიზიტად მყოფი, მილიარდერი ილონ მასკი ღაზას სექტორში მიიწვია.

მოძრაობის მმართველობის წევრმა, ოსამა ჰამდანმა თქვა, რომ „ჩვენ მოვუწოდებთ ილონ მასკს, ეწვიოს ღაზას სექტორს, რათა იმ ხოცვა-ჟლეტის მასშტაბები ნახოს, რომელიც ოკუპანტმა ისრაელმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ღაზას სექტორში ჩაიდინა”.

მასკმა მოძრაობას სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა.

„ახლა ეს ცოტა სახიფათო ჩანს, მაგრამ მჯერა, რომ ღაზას გრძელვადიანი კეთილდღეობა ყველა მხარეს სარგებელს მოუტანს“, – დაწერა მან.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, მასკი პრემიერმინისტრს და პრეზიდენტს შეხვდა. ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, ის კიბუც კფარ აზას ეწვია, რომელიც 7 ოქტომბერს “ჰამასის” თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებაა.

მასკი დაეთანხმა ისრაელის პრემიერმინისტრს, რომ “ჰამასი” უნდა განადგურდეს და თქვა, რომ „სხვა ვარიანტი არ არსებობს“. მან ასევე აღნიშნა, რომ სურს, დაეხმაროს ებრაულ სახელმწიფოს კონფლიქტის დასრულების შემდეგ ღაზას სექტორის „დემილიტარიზაციაში“ და „დერადიკალიზაციაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები