იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე, მივესალმები, რომ მოკავშირეები პეკინთან დიალოგს აწარმოებენ

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთი არ არის ალიანსის მოწინააღმდეგე.

როგორც მან ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჩინეთი აზიაშია და მას არ აქვს სახმელეთო საზღვარი ნატოს მოკავშირეებთან.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლებსაც ჩინეთი წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე და მივესალმები, რომ მოკავშირეები აწარმოებენ დიალოგს პეკინთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამავე დროს, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ჩინეთის იძულების პოლიტიკის გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე.

ნატო დარჩება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონალურ ალიანსად. მაგრამ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები გლობალურია. ამიტომ პარტნიორებთან უფრო მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ. მათ შორის ინდო-წყნარ ოკეანეში. დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ინტერესები.

დიახ, ჩინეთი აზიაშია და ჩინეთი არ აქვს სახმელეთო საზღვარი ნატოს მოკავშირეებთან. მაგრამ რასაც ჩინეთი აკეთებს, მნიშვნელობა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი სერიოზულად ახდენს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ახორციელებს იძულების პოლიტიკას მეზობლებისა და სხვა ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფას. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები