მამა სოლომონმა მსჯავრდებულებისთვის საღვთისმეტყველო შეხვედრა გამართა

გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღოლმა მამა სოლომონმა გორის პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე მყოფი ახალგაზრდა ასაკის პირობით მსჯავრდებულებისთვის საღვთისმეტყველო შეხვედრა გამართა. პრობაციის სააგენტოს ინფორმაციით, მოძღვარი შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას სულიერი ცხოვრების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა თაობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ნარკომანიის და ალკოჰოლიზმის მძიმე შედეგებსა და მათი დაძლევის გზებზე ესაუბრა. სასულიერო პირმა ახალგაზრდებს სასარგებლო რჩევა-დარიგებები მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები