ფინეთი 13 დეკემბრიდან რუსეთთან საზღვარს კეტავს

ფინეთის მთავრობა რუსეთთან საზღვარს კეტავს. გადაწყვეტილება ძალაში 13 დეკემბრიდან შედის.

ამის შესახებ Reuters-ი რესპუბლიკის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.

გამონაკლისი მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებზე იქნება.

მანამდე, ფინეთმა რუსეთთან საზღვარი თითქმის მთლიანად დახურა და მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი დატოვა.

გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები