ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ჭიათურის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებიც უერთდებიან
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ჭიათურის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც უერთდებიან.
“პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან, შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მას შემდეგ, მხოლოდ მწვავდება.
პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს.
პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს.
მოთხოვნას უერთდება, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ხუთივე წევრი: გოგი ჩიკვილაძე; სიმონ ჯაფარიძე; ქეთი ცხოვრებაძე; ზურაბ კეთილაძე; ილიკო ჩიკვილაძე”,- წერია განცხადებაში.