მერაბ ქვარაია – ოპოზიციას: ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, ვიფიქროთ სახელმწიფოებრივად და აუცილებელია, ყველამ სახელმწიფოებრივად ვიფიქროთ

„ევროკავშირის ელჩმა ბრძანა, რომ გერბზე გვიწერია „ძალა ერთობაშია”, რაც აბსოლუტურად მართალია, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდება.

„ქართულ ოცნებას” გადაეცითო, ეს კი არ უთქვამს, არამედ გაიაზრეთ და გააცნობიერეთ, რომ არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ვიწროპარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებზე კი არ უნდა იფიქროთ, არამედ ქვეყნის ინტერესებზე და ასე წარმართოთ ქვეყნის ცხოვრებაო. ეს ბრძანა და ძალიან სწორადაც ბრძანა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ ოპოზიციის წარმომადგენლის, თეონა აქუბარდიას განცხადების საპასუხოდ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ოპოზიციამ არასწორი ხაზები არ უნდა გაავლოს და არამართებული მესიჯბოქსი შექმნას ხელისუფლების ძირის გამოსათხრელად. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლება გათიშოს ევროკავშირთან ინტეგრირების პროცესისგან.

„ელჩმა გვითხრა, იფიქრეთ სახელმწიფოებრივადო და აუცილებელია, სახელმწიფოებრივად ვიფიქროთ ყველამ”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები