ხობის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ხობის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.

“დღეს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არის მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არარსებობა.
იმისთვის, რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო.
ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11- დან 10 საკრებულოს წევრი – 1. ია ჯიშკარიანი; 2. გურიელ ქარდავა; 3. ლევან ლაშხია; 4. ლელა ადანაია; 5. ვეფხვია ფოცხორაია; 6. მოგელი ხუხია; 7. ნინო ბოკუჩავა; 8. ბესიკ თამლიანი; 9. ფელიქს წურწუმია; 10. ჯანსუღ ჯიშკარიანი”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები