ირაკლი ზარქუა: მტრისას – ასე იტყვიან ხოლმე ჩვენთან იმაზე, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“ – ჩვეულებრივი ბარდაგია
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება.
„მტრისას – ასე იტყვიან ხოლმე ჩვენთან იმაზე, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვეულებრივი ბარდაგია. ბატონ გუბაზს უყვარს ეს სიტყვა. ვინ – ვისთან, ვინ – როგორ, რატომ, რანაირად, სად მიდიოდა… ერთი კაცი, ის ჯიგარი ევროპელებს რომ ძარცვავს, იქიდან დირიჟორობს და ჩვეულებრივ მასხარად ჰყავს დაქირავებული ჩემი „ხაბე“. რაღაც შტერობებს აკეთებინებს. გაკოტრებულ, მწვალებელთა პარტიას ჩაუყენეს „ხაბე“. რა უნდა ქნას ახლა, რეიტინგი არ აქვს პარტიას „ხაბე“ ხომ არ აამოძრავებდა?!“, – აღნიშნა ზარქუამ.