ირაკლი კობახიძე: მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვქონდა შარშან და გვექნება წელსაც, რაც იძლევა საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის საშუალებას

„ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შარშან და გვექნება ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდა წელს და მომავალ წელს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ხარჯებიც დაბალანსებულად არის გაზრდილი ყველა მიმართულებით, რათა მოსახლეობის სოციალური პირობები გაუმჯობესდეს.

“ეს იძლევა საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის საშუალებას და ბევრი მიმართულებით მეტი ხარჯის გაწევის საშუალებას. ეს აისახება აბსოლუტურად ყველა სფეროზე – მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე, სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ა.შ. დაბალანსებულად არის გაზრდილი ყველა მიმართულებით ხარჯები, რათა მაქსიმალურად წინ წაიწიოს სხვადასხვა დარგმა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის სოციალური პირობები“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები