“შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებაში კონსენსუსი არსებობს და ყველა ამბობს, რომ გეოპოლიტიკურადაც და ტექნიკურადაც ევროკავშირს სჭირდება, საქართველოს ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი” – მაკა ბოჭორიშვილი

“ჩვენ ვიცით, რომ 27 ქვეყანა საკუთარი ინტერესებითა და პოზიციებით ხელმძღვანელობს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებით კონსენსუსი არსებობს და ყველა ამბობს, რომ გეოპოლიტიკურადაც და ტექნიკურადაც ევროკავშირს სჭირდება, საქართველოს ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ არის სხვა საკითხებზე. გაფართოება კომპლექსური საკითხია. არიან ძველი კანდიდატი ქვეყნები, ვართ ჩვენ – ახალი კანდიდატი ქვეყნები და საქართველოც უკვე მოვიაზროთ კანდიდატ ქვეყნებში. კითხვები არის, თითოეულ მათგანთან პროცესი როგორ უნდა წარიმართოს. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ლობირებენ ბალკანეთის სახელმწიფოების ცოტა მეტად წინ წაწევას, რადგან ისინი უკვე ძალიან დიდი ხანია მოლოდინის რეჟიმში არიან. არიან ქვეყნები, რომლებიც ლობირებენ უკრაინის, მოლდოვას წინ წაწევას გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე.

ეს არის განხილვის საგანი, თუ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროპულ საბჭოში. საქართველოსთან მიმართებაში საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. ამ ბევრი კომპონენტის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია დაველოდოთ 15 დეკემბერს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები