მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ უკვე დამდგარია თავის გზაზე, რომელსაც ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე მიჰყავს – წარმატებებს ვუსურვებთ ამ გზაზე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტია პოლიტიკური სანაგვისკენ მიდის.
“ძალიან კარგია, რომ თავადაც აღიარეს ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ასევე დიდი ხანია, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ჩამოსცდა 20%-ს. ეს ვარდნა განპირობებულია მათი რეალური სახის კიდევ უფრო მეტად გამოჩენით საზოგადოების წინაშე, რაც ბოლო პერიოდში ხდება.
ნელ-ნელა, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ თავის გზაზე, რომელსაც ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე მიჰყავს, უკვე დამდგარია და წარმატებებს ვუსურვებთ მხოლოდ ამ გზაზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.