საქართველოს პრემიერმინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის აპარატის ხელმძღვანელ არაიკ ჰარუთიუნიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს.

რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა,რომ საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები