მარიუპოლში რადიაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი

მარიუპოლში რადიაციის დონე 15,5-ჯერ გაიზარდა, საფრთხის ზონაა  პორტთან ახლოს, პესჩანის სანაპირო.

ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრე ანდრიუშჩენკომ ტელეგრამში დაწერა.

“რადიაციის დონე 4.04 μSv/სთ შეადგინა, მაშინ როდესაც ადამიანისთვის უსაფრთხო ზღვარია – 0.26 μSv/სთ. ეს არის უსაფრთხოზე 15-ჯერ მეტი“, – დაწერა მან.

მან აღნიშნა, რომ ადგილობრივმა პროპაგანდისტებმა რადიაციის დონის მატება შტორმით ახსნეს და ხაზი გაუსვეს, რომ ამაში საშიში არაფერია.

”სინამდვილეში, ორივე ეს მტკიცება მცდარია. პესჩანის პლაჟის მიდამოში მართლაც არსებობს ,,შავი ქვიშა”, რომელიც ”ასხივებს.” თუმცა, რადიაციის მაღალი დონის მიზეზი ქვიშის ზემოქმედება არ არის, არამედ რუსული ოკუპაციაა, უფრო სწორად, დაბომბვა და ქალაქის სარაკეტო იერიშები”, – ამბობს ანდრიუშჩენკო.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ვითარება არამხოლოდ პესჩანიზე ფიქსირდება.

„ვინმემ რომ გაზომოს რადიაციის დონე აზოვსტალში და ასევე გააანალიზოს ნიადაგისა და მტვრის შემადგენლობა, რომელსაც ქარი მთელ ქალაქში მიმოფანტავს, სურათი ნამდვილად აპოკალიფსური გახდება. ამიტომ, აქ რადიაციის დონეს არ ზომავენ, რომ დამალონ ნამდვილი ეკოციდი“, – დაასკვნა ანდრიუშჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები