ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ მოადგილედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი გახდა.
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ფრაქციაში გვქონდა ჩვენ ცვლილებები. იცით, რომ გივი მიქანაძის კომიტეტის თავმჯდომარედ გადასვლის შემდეგ ჩემი, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ადგილი ვაკანტური იყო და მას შემდეგ, რაც ფრაქციის ორი მოადგილე ავირჩიეთ ვიცე-სპიკერებად ეს ადგილებიც ვაკანტური გახდა. ჩვენ დღეს კენჭი ვუყარეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი მოადგილის პოზიციაზე ავირჩიეთ რატი იონათამიშვილი, ხოლო მოადგილეებად სამ შესაბამის პოზიციაზე ავირჩიეთ ედიშერ თოლორაია, გრეტა წიწავა და ირაკლი კირცხალია“, – აღნიშნა მდინარაძემ.