ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას

“საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიამ დღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ დამტკიცდა სამოქმედო გეგმა ევროკომისიის კონკრეტულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად განაგრძობს ევროკომისიასთან კოორდინაციას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ15 დეკემბერს ევროპული საბჭო ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ამ დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას ძალიან აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ჩვენი ინტერესია რეფორმები მაქსიმალური ინკლუზიურობით განხორციელდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება სწევს, კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს და 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები