შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ მიმართავს: წელიწად-ნახევარია, საქართველოს პოლიტიკა არის ის, რომ სანქციებს არ ვაწესებთ, ახლა გაიგეთ? ამ რეზოლუციის დაინიცირება გჭირდებოდათ, ეს რომ გაგეგოთ?

წელიწად-ნახევარია, საქართველოს პოლიტიკა არის ის, რომ სანქციებს არ ვაწესებთ – რა თქმა უნდა, რეზოლუციას მხარს არ დავუჭერდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს დაცვის აქტი“ – მსვლელობა არ მიეცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.

პაპუაშვილმა განმარტა, რომ ინიციატორებს შეუძლიათ, რეზოლუციის პროექტზე აპარატის შენიშვნები გაითვალისწინონ და უკან დააბრუნონ.

„წელიწად-ნახევარია, საქართველოს პოლიტიკა არის ის, რომ სანქციებს არ ვაწესებთ. ახლა გაიგეთ? ამ რეზოლუციის დაინიცირება გჭირდებოდათ, ეს რომ გაგეგოთ?
თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ, დათვალოთ და ისე შემოიტანოთ ეს რეზოლუციის პროექტი. რაც შეეხება პოლიტიკას და მხარს რას დავუჭერდით, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერდით. გაცხადებულია ეს პოლიტიკა წელიწად-ნახევარია. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, სანქციებს არ ვაწესებთ. სხვათა შორის, სანქციების დაწესებას ოპოზიცია ხან ეთანხმებით, ხან არ ეთანხმებით – ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ბიურომ „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს დაცვის აქტი“ – მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები